„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ“ – გიორგი ფხაკაძე COVID 19-ის ვაქცინაზე

„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას, სჯობს პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე და  კორონავირუსის ვაქცინის შესახებ  განცხადებას ავრცელებს.

„ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კლევა არ დაუბეჭდავთ. მარტივად რომ თქვათ, ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. სიმართლე რომ გითხრათ, არავთარი მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური თუ ბრაზილიური, მთავარია, კარგი იყოს, მაგრამ კარგი მარტო იმ შემთხვავაში იქნება, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ექნება საშუალება, რომ მასზე ნახოს დეტალური ინფორმაცია. მან უნდა გაიაროს მკაცრი წესები იმისათვის, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს. ამიტომ დავწყნარდეთ და სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ კარგია, ის ვაქცინა არ უნდა მივიღოთ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი. მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდენთ ვაქცინაციას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ვაქცინაციის პირობები.
ჩინურ ვაქცინას იმიტომ მიიჩნევენ მომხიბვლელად, რომ იაფია და მისი შენახვის პირობები მარტივია, ვიდრე მაგალითად „ფაიზერის“…
ჩემი ერთადერთი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი. სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დაამტკიცებს, არც ერთი ვაქცინა ქვეყანაში არ უნდა იყოს შემოტანილი.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, რაც მივიღეთ „პლაქველინისა“ და და „რემდესივირის“ დროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს წამლები კორონავირუსთან ბრძოლისთვის არ ვარგა და ჩვენ მაინც შემოვიტანეთ. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პიბადის ხარისხს დაადგენს და ვაქცინის ხარისხის დადგენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა რაიმე არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაელოდო სხვას და როცა გეტყვიან, რომ ეს ვაქცინა კარგია, აირჩიო“.- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.