მუფთი ​ასლან ბერიძე ამბობს, რომ სოფელ ბუკნარში ლოცვა არ შეწყდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში, ქობულეთისა და დასავლეთ საქართველოს მუპტი, ასლან ბერიძე იმყოფება.

ბერიძემ ბუკნარის სამლოცველოში ლოცვა ჩაატარა, შემდეგ კი , ადგილობრივ მუსლიმებს, მიუხედავად მათზე განხორციელებული თავდასხმებისა სიმშვიდისკენ მოუწოდა და თხოვა თავი შეიკავონ იგივე ქმედებებისგან.

როგორც ჟურნალისტებს ბერიძემ განუცხადა- პარასკევის ლოცვა ყოველკვირეულად ჩატარდება და ეს ხელს არვის შეუშლის.

ბერიძე მზადაა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

შეგახსენებთ, წუხელ რელიგიურ ნიადაგზე, სოფელ ბუკნარში, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა ორი ახალგაზრდა, მათშორის ერთი არასრულწლოვანი, მას, თავზე ნაკერები დაადეს.

აღნიშნულ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. მას ბრალი ძალადობაში ედება.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ptn.ge