ოლიგარქის მორიგი იმიტაცია? – “ივანიშვილი ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას ან მორიგ “ტრიუკს” ატარებს”

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კარგად იცნობს, ოლიგარქის განცხადების ირგვლივ, რომ ის “პოლიტიკიდან სამუდამოდ” წავიდა კითხვის ნიშნები აქვს:

მისი თქმით, “ივანიშვილმა საქმით უნდა გადვარწმუნოს”, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან რეალურად წავიდა.

“უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია”– აცხადებს პოლიტოლოგი.

რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ივანიშვილი გამარჯვებაზე საუბრობს, ექსპერტი ამბობობს, რომ “ივანიშვილი ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას ან მორიგ “ტრიუკს” ატარებს”.