ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.
ინფორმაციას ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისივე ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.
წყარო: ptn.ge