ჟურნალისტი ვახო სანაია წერს :
“ალბათ ბევრს არ მოეწონება და შემედავება კიდეც, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა.კონკრეტულ საკითხზე გუშინ გამოვხატე ჩემი აზრი. ახლა ზოგადადაც ვიტყვი.
მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ამით ვის რა უშავდება ? ან სხვა თუ იხუმრებს მუჰამედზე, მე რა მიშავდება ? ან თუ აზრის სხარტად გადმოსაცემად დამჭირდება ღმერთის ან მოციქულების ხსენება, ეს ვისი რა საქმეა ? იუმორიც გრძნობაა. მაშინ რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ იუმორის გრძნობის გამოხატვა ? ან ქრისტე და მუჰამედი რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს პრივატიზებული ? სრული სიგიჟეა ეგ რელიგიური გრძნობები და ბოლოს მთავრდება შარლი ებდოს რედაქციაში შევარდნით. ძალიან საშიში ფენომენია და ბოროტებაა მაგ საკითხით სპეკულირება. ბოროტება – როგორც კონკრეტული ადამიანების, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.”- წერს სანაია “facebook”-ზე.
კორონავირუსის 1618 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა