ბუკნარში მუსლიმების აქცია განახლდა – თემი მიღწეულ შეთანხმებას უნდობლობას უცხადებს

დღეს დილიდან სოფელ ბუკნარში აქცია განახლდა. ადგილზე ძირითადად მუსლიმი თემის ახალგაზრდები შეიკრიბნენ.

როგორც მედიასთან აცხადებენ, არ ენდობიან იმ შენთანხმებას, რაც გუშინ ორივე მხარის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის შედგა.

ისინი ახალი ინიციატივით გამოდიან და მოითხოვენ, რომ შეხვედრა თავიდან დაიგეგმოს და ამ შეხვედრას დაესწრონ 10-10 წარმომადგენელი მართლმადიდებელი და მუსლიმი მოსახლეობიდან.

ასევე ითხოვენ, თბილისიდან უფრო კონპეტენტური ადამიანი ჩაერთოს მოლაპარაკებებში და არა ადგილობრივი ხელისუფლება, თითო-თითო წარმომადგენელი, ეკლესიიდან, სასულიერო პირი და ასევე სანდო მუფტი მათი მხრიდან.

სანამ საბოლოოდ არ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება, ახალგაზრდები დაშლას არ აპირებენ და უფრო ფართომაშტაბიან აქციას აანონსებენ.

„თუ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული არ დავიშლებით, ჩვენი ძმები ჩამოვლენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უფრო ფართომაშტაბიან აქციას ვაანონსებთ“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

წყარო: itv.ge