პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს „გირჩსა“ და მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იქნება.
„მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ. შესაბამისად, ჩვენც გვაინტერესებს, სხვას რა პოზიცია აქვთ. ეს არის ამ საკითხზე „გირჩთან“ პირველი შეხვედრა. სხვა პარტიებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე არ გვქონია“ – განაცხადა იოსელიანმა.
წყარო: ptn.ge