გიგი უგულავამ დაასახელა პირობა, რა შემთხვევაში არ დარჩებიან ელისაშვილი და “გირჩი” ოპოზიციურ ერთობაში!
“ქართული ოცნება” ელაპარაკება ელისაშვილს და “გირჩის” მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
ამასთან, გიგი უგულავამ დაასახელა რა შემთხვევაში არ დარჩებიან ელისაშვილი და “გირჩი” ოპოზიციურ ერთობაში.
“მარტივად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და მე პირდაპირ გეტყვით, ვისაც ელაპარაკებიან. ელაპარაკებიან – ელისაშვილს და “გირჩის” მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს. შესაბამისად, ეს ხალხი დადის რაღაცა წინადადებით, ოღონდ ყველასგან მიიღო პასუხი, რომ თუ გინდა ოპოზიციის ერთობაში, ოპოზიციის ერთობას აქვს ძალიან მკაფიო, გამოკვეთილი, პირველი დღიდან საზოგადოებასთან შეჯერებული პოზიცია, ეს პოზიცია არის რიიგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
წყარო: newposts.ge