ირმა ჭკადუას თქმით, იაგო ბრეგვაძეს ჩვენება არ შეუცვლია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრეგვაძეს ჩვენებები არ შეუცვლია.

“ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება, ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა. ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება, იაკობი უკვე ამ სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ დაკითხულია, მხოლოდ დარჩენილია დაცვის კითხვები. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის, გასცეს პასუხები” – განაცხდაა ჭკადუამ.

ჭკადუა განმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა იაკობ ბრეგვაძე გუშინ საღამოს პროკურატურაში.

“რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, თუ რატომ არ ვიყავი მასთან ერთად პროკურატურაში, ის არ იკითხებოდა, მას ფოტოაპარატის განათება სჭირდებოდა, რადგან ეს მისი პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მას ავუხსენი, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა, არ დაუბრუნებდნენ, მან მაინც თხოვა უწყებას და მათგან უარი მიიღო“ – განაცხადა ჭკადუამ.

წყარო: itv.ge