ისრაელის ელჩს რან გიდორს – უმჯობესია, ეკლესიას შეეშვით და მთავრობას ჰკითხეთ, რას ქადაგებენ პანკისის მეჩეთებში!

საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კიდევ არაერთი პროვოკაცია გველის, როგორც ეს გუშინ აჭარაში, სოფ. ბუკნარში მოხდა. რა ვნახეთ იქ? – გავეშებული ისლამისტები, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან ორგანიზებულად მორეკეს და პოლიციასთან “აკაჩავეს”.

ამ ყველაფერს დაბეჩავებული ქართული სახელმწიფო ხახადაფჩენილი შეჰყურებს. ამ ფონზე ისრაელის ელჩმაც “გაიჯეჯილა”, როგორც კი ამის პატარა საბაბი მისცეს ისლამისტების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ერთი და იგივე ორგანიზაციები, რომლებიც არიან საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის პირდაპირი მტრები – EMC და TDI, ზრუნავენ როგორც ისლამისტების “უფლებებზე”, ისე ანტისემიტიზმის ნამდვილ თუ ტყუილ გამოვლინებებზე. მათ ჯერ სკანდალის აგორება სცადეს მეუფე იოანეს წინააღმდეგ – არა იმის გამო, რომ მეუფემ რამე “ანტისემიტური” თქვა (ეს დამტკიცდა კიდეც, რომ არაფერ ასეთს ადგილი არ ჰქონია), არამედ მისი უდრეკი ხასიათის გამო, სიმართლის სიყვარულის გამო (მეუფე იოანე ხომ ამ მახინჯებს “პრორუსულად” ჰყავთ გამოცხადებული). ხოლო როდესაც მეუფის წინააღმდეგ ასაგორებელი სკანდალი ჩაფლავდა, მათ ხელზე დაიხვიეს ერთ-ერთი მღვდლის საჩოთირო განცხადებები და კვლავ ანტისემიტიზმის თემა წამოსწიეს ეკლესიის კონტექსტში.

ისრაელის ელჩს, რან გიდორსაც საქმე მიეცა და ახმაურდა. ახლა არ დავიწყებთ მის მიერ ჩვენი ეკლესიის საქმეების გარჩევის გარჩევას. ისედაც მიჩვეულები ვართ, რომ უცხოელი ელჩები ყველა საკითხში ცხვირს ჰყოფენ – თუკი ამერიკის და ევროკავშირის ელჩები პარლამენტში კვოტებს ანაწილებენ, რატომ არ შეიძლება, რომ ისრაელის ელჩმა გაარჩიოს ჩვენი საეკლესიო საკითხები? ამიტომ, თქვენს ყურადღებას მივაქცევ მხოლოდ იმაზე, თუ ელჩი გიდორი რას მიიჩნევს საქართველოს მხარდაჭერად ისრაელის მხრიდან:

“30 წლის წინ, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, ისრაელი – ებრაული სახელმწიფო […] გამოხატავს მადლიერებას, მათ შორის, ინვესტიციების განხორციელებით ადგილობრივ ეკონომიკაში, 1500-ზე მეტი ქართველის გადამზადებით ისეთ სფეროებში როგორიც არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, განათლება და მაღალი ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებითა და Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების გაწევით”.

ყველაფრის მადლიერი უნდა იყოს საქართველო – თუკი ინვესტიციას განახორციელებენ და სარფიან ბიზნესს დაატრიალებენ ისევ სათავისოდ, ესეც ჩვენ გვეთვლება მხარდაჭერად და დახმარებად. რან გიდორი, აგრეთვე, მიუთითებს, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობაზე, ამისთვისაც მადლობები უნდა ვიხადოთ: „2019 წელს საქართველოს ისრაელიდან ტურისტების რეკორდული რაოდენობა, 200000 სტუმარი ეწვია. ეს არის ტურისტების ყველაზე დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მას უშუალოდ არ ესაზღვრება. ეს ადამიანები ჩამოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ მათ კვლავ კეთილი განწყობით ელიან და რომ იყო ებრაელი საქართველოში ყოველთვის იქნება საამაყო და არა სასირცხვილო”.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაფრთხილება უნდა, მაგრამ ვალს ნუ დაგვადებთ ქართველებს, ბატონო გიდორ! ეს თანამშრომლობა რომ არ იყოს მისაღები ისრაელის ინტერესებისთვის, არაფერ ამას ადგილი არ ექნებოდა და თქვენ უკეთ იცით ეს. ნუ აჰყვებით პროვოკატორი “არასამთავრობოების” ანტიეკლესიურ პროპაგანდას და ვიღაც ცალკეული მღვდლის გამონათქვამებს ნუ გამოედევნებით – მთავრობას კი, უმჯობესია, მოსთხოვეთ იმ ქადაგებების აუდიოჩანაწერები, რომლებიც პანკისის ხეობაში მოკალათებული უცხოელი ისლამისტების მხრიდან არაბულ ენაზე წარმოებს. ისრაელისთვის ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ!

 

გედეონ ივანაშვილი