კალაძის თანამდებობა “ქართულ ოცნებაში” უქმდება?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც 16 იან­ვარს “ექ­სპო­ჯორ­ჯი­ა­ში” გა­ი­მარ­თე­ბა. ყრი­ლო­ბა­ზე პარ­ტია ახალ თავ­მჯდო­მა­რეს და მის მო­ად­გი­ლეს აირ­ჩევს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად წას­ვლის შემ­დეგ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან თა­ვის მემ­კვიდ­რედ, ანუ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ა­სა­ხე­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა. ყრი­ლო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­საც და­ამ­ტკი­ცე­ბენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მე­დი საბ­ჭოს წევ­რე­ბი­დან გა­ნახ­ლე­ბულ პარ­ტი­ულ ორ­გა­ნო­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან: ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკი, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე და ილია ნა­კა­ში­ძე.

საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა 21-მდე გა­ი­ზრდება. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, საბ­ჭო­ში ახალ წევ­რე­ბად ვი­ხი­ლავთ: მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს, კახა კუ­ჭა­ვას, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს და თეა წუ­ლუ­კი­ანს. მი­ნის­ტრე­ბი­დან კი საბ­ჭო­ში ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს წა­რად­გნენ.

პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე იქ­ნე­ბა პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, საბ­ჭო­ში ვი­ხი­ლოთ გენპ­რო­კუ­რო­რის ექსმო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლიც. ასე­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად, საბ­ჭო­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძეც. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, პარ­ტი­ა­ში უქ­მდე­ბა გენმდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე კახა კა­ლა­ძეს უკა­ვია.

ამ საკითხზე “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ასეთი პასუხი გასცა:

– ბა­ტო­ნო გია, მარ­თა­ლია, რომ პარ­ტი­ა­ში გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოს­ტი უქ­მდე­ბა?

– (პა­უ­ზა) არა, არ უქ­მდე­ბა… მე თქვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო კი არ ვარ. თქვენ და­წე­რეთ, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გაქვთ – ასე და ასე ამ­ბო­ბე­ნო. მე რა­ტომ უნდა და­გი­დას­ტუ­როთ? ყრი­ლო­ბა იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს მა­შინ გა­ი­გებთ. მე არა­ნა­ი­რი წყა­რო არ ვარ, არც – სან­დო.

ამბები