საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.357 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 561 შემთხვევა, დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი — 196, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 131, აჭარა — 112, შიდა ქართლი — 111, კახეთი — 84, ქვემო ქართლი — 69, მცხეთა-მთიანეთი — 41, სამცხე-ჯავახეთი — 26, გურია — 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 8.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 228.359-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 21 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.867-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.360 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.780 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1.756, აჭარაში — 337, იმერეთში — 746.
808 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 240 პირი. აქედან თბილისში — 158, აჭარაში — 8, იმერეთში — 27.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 638 ადამიანი. მათ შორის 236 — თბილისში, 325 — აჭარაში, 28 — იმერეთში. ხოლო 8.942 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 196, აჭარაში – 76, იმერეთში – 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 23.545 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.256 პირი, აჭარაში – 2.272, იმერეთში – 2.549.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 244.612-ს მიაღწია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.