პირბადე გაზაფხულზეც და ზაფხულშიც სავალდებულო იქნება – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც.

“თუ წესებს დავიცავთ მატება არ იქნება და შეზღუდვების შერბილება შესაძლებელი იქნება. მაინც რესპირატორუილია ეს დაავადება და ზაფხული ხელს შეგვიწყობს. თებერვლიდან რეგულაციები შემსუბუქდება, თუმცა რეგულაციების შემსუბუქების ხარისხი იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე. რაც შეეხება რეგულაციების დაცვის კონტროლის გამკაცრებას, პირბადის ტარების აუცილებლობა არ მოიხსნება არა მარტო გაზაფხულზე, არამედ ზაფხულშიც. თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი არსებული რეგულაციების დაცვაზე და მას არ უთქვამს, რომ თავად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეს აბსოლუტურად სწორია,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

“რეზონანსი”