ყველას წაგშლით… ის კი არა და, თავსაც დავიბლოკავ უმოწყალოდ… მაგრამ ამას რა ვუყო, ეს მშობელი დედა საიდან და როგორ წავშალო…

დღეს დედაჩემმა სამჯერ დამირეკა, ორჯერ არ მეცალა და წეღან გამომიჭირა, – ე ახლაც სამსახურში ხო არა ხარო, – ა ბატონო, უყურე რა თქვა დღეს ბიძინამ, ურწმუნო თომა რომ ხარ და შეაძულე ამ ხალხს თავიო!.. ესაო, ისაო!… იმის ისაო!..?

მოკლედ, რაც გავიგე, – მთელი ქონება ღატაკტათვის დოუნაწილებია, თითო ბათმანი ფქვილი და ღერღილი და ერთი გამყოლ წველიანი ძროხა დოუტოვებია მხოლოდ სათავისოდ და რძალშვილის გამოსაზამთრებლად…❤️??
ხოოდა… რო რამე, – ყველას წაგშლით… ის კი არა და, თავსაც დავიბლოკავ უმოწყალოდ… მაგრამ ამას რა ვუყო, ეს მშობელი დედა საიდან და როგორ წავშალო…
არ ვიცი რა მეშველება???

გრინ ბარეტი