რუსული ვაქცინა საქართველოში არც კი განიხილება, ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია

რუსული ვაქცინა საქართველოში არც კი განიხილება, ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია – აკაკი ზოიძე

“პოლიტიკურად ვიტყვი, რუსული ვაქცინა არ განიხილება ათჯერაც რომ მიიღოს პრეკვალიფიკაცია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა და ვაქცინის შემოტანაზე მომუშავე ჯგუფის წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით შესაძლოა, მოსახელობა უახლოეს მომავალში Pfeizer-ის ვაქცინით აიცრას.

„მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც პანდემიასთან მიმართებაში დღეს საქართველოში მიმდინარეობს. რა ვითარება არის კონკრეტულად ახლა, რა შედეგი გამოიღო იმ ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენ საახალწლოდ გვქონდა, როგორი არის დღევანდელი ვითარება, ასევე როგორ იმართება ტესტირება ქვეყანაში. ყველა მნიშვნელოვანი სასაუბრო რა თქმა უნდა იყო ვაქცინაციის კომპონენტი. საქართველოში უახლოეს მომავალში შეიძლება გახდეს შესაძლებელი Pfeizer-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: report.ge