შეადარეთ მაშინდელი ელიტა და დღევანდელი თვითმარქვიები – გულზე გასკდები კაცი, სად ჯანდაბაში წავიდა ამდენი ნიჭი

საბჭოთა ცხოვრება რა თქმა უნდა არ მახსოვს – 86 იანი ვარ. მაგრამ რომ ვეცნობი ინფორმაციებს, სამი რამე მხვდება თვალში, რომელსაც დღეს უპირველესად ვისურვებდი: არ არსებობდა ემიგრანტი და დედები შვვილებს ზრდიდნენ – ქალის უპირველესი მოვალეობა უფლისგან მინიჭებული.

არ არსებობდა ბანკის ვალი და შესაბამისად ხალხი არ იყო ამხელა სტრესში. განათლება – იდეალური იყო საბჭოთა ზოგადი განათლება – არ ჩამოვთვლი, რამხელა ხალხი იშვა მის წიაღში. ასევე აღსანიშნავია ქართული გენოფონდის დაცულობა და გამრავლება – ქართველი ქალი იყო უპირველეს ყოვლისა დაცული. მაქსიმუმ, ქართველ კაცს მოეყვანა რუსი, უკრაინელი ან ბელორუსი ქალი ცოლად და იმანაც იცოდა ვისთან მიდიოდა.
იდეალურად ბევრი რამე არ იყო, მაგრამ შეუძლებელია დღევანდელობის და მაშინდელი სამყაროს შედარება. არ არსებობს იდეალური იდეოლოგიები, ეპოქები, მეფეები და ა.შ ყოველთვის იარსებებს ბოროტის და კეთილის არსი. ნაძირალა კომუნისტი, კაპიტალიზმშიც ნაძირალა იქნება, ლიბერალზიმშიც და ბოლოს შეიძლება კოსნერვატორიც გახდეს, თუმცა მაინც ცუდი კაცის სახელით იცხოვრებს.
ცალკე სალაპარაკო თემაა სპორტი, მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა.შ
ბავშვობიდან მიყვარს ყველაფერი რაც საქართველოს უკავშირდება. უზარმაზარი უფსკრულია მაშინდელობასთან და დღევანდელობას შორის ამ მხრივ. რა თაობები იზრდებოდა, როგორი თბილისი იყო, როგორი ქუთაისი, რეგიონებიდან ხომ უშრეტად იყო ნიჭის ნაკადები. როგორი სპორტსმენები, კინოს და თეატრის მსახიობები. შეუძლებელია ყველა მათგანის გახსენება. დააკვირდით თან – 800 კმ იან საქართველოში ხდება ეს და არა უზარმაზარ რუსეთში ან ამერიკაში. ქართული გენის და ნიჭის ზეობის წლები. შეადარეთ უბრალოდ მაშინდელი ნამდვილი ელიტა და დღევანდელი თვითმარქვიები – გულზე გასკდები კაცი, სად ჯანდაბაში წავიდა ამდენი ნიჭი.