ტესტი: დაასრულე ივანიშვილის ფრაზა

პოლიტიკას ფორმალურად ჩამოშორებულმა ივანიშვილმა 2015 წელს გვითხრა, რომ დაბრუნებას არ აპირებდა და ამას “მეორედ მოსვლას” ადარებდა. თუმცა 2018 წელს ის კვლავ ჩაერთო აქტიურ პოლიტიკაში და მეტიც, ქართული ოცნების თავმჯდომარის სტატუსი დაიბრუნა.

2021 წელს ივანიშვილმა უკვე მეორედ წასვლის შესახებ გვამცნო. რთულია თქმა, რამდენ ხანში იქნება მესამედ მოსვლა და იქნება თუ არა საერთოდ, რადგან მან ეს, ფაქტობრივად, გამორიცხა. თუმცა, 2011 წლიდან დღემდე არაერთი ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც ფრთიან ფრაზად იქცა, მათ შორის იყო ანეკდოტებიც.

On.ge გთავაზობთ ტესტს, სადაც უნდა გამოიცნო, რამდენად კარგად გახსოვს ივანიშვილის ციტატები. გპირდებით, რომ წინ საინტერესო რამდენიმე წუთი გელის.