რეგულაციების გამკაცრებაზე თენგიზ ცერცვაძის განცხადება მავნებლურია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ცერცვაძის განცხადება არ არის ადეკვატური, რადგან რეგულაციების უფრო გამკაცრება, ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის სრულად გაკოტრების ტოლფასია.
“ასე გამკაცრებით უსაშველოდ შეიძლება საუკუნეები ვიყოთ ჩაკეტილი ამათი მოუმზადებლობის გამო, ამიტომ ეს განცხადება არ არის ადეკვატური განცხადება და ჯერ ეს ერთი, რა უნდა გამკაცრდეს? უფრო გამკაცრება ნიშნავს, რომ საერთოდ სახლებიდან აღარ გავიდეთ და მერე ბატონი ცერცვაძე რას ფიქრობს? დამშეულ მოსახლეობას თვითონ გაუდაუხდის ხელფასს, ან თვითონ აჭმევს საჭმელს? ან გაკოტრებულ კლინიკებს დააფინანსებს? ეს არის მავნებლული განცხადება”, – ამბობს სერგო ჩიხლაძე