ვიჯდეთ სახლებში და ველოდოთ როდის ამოგვხდიან ბოლომდე სულს- ბატონო მუშკეტერო, ძალინ ხომ არ აგივარდათ უკვე თავში გადაჭარბებული ქება?

გამობრძანებულა დღეს ბატონი ცერცვაძე და უთქვამს: ,,შეზღუდვები მსუბუქია და უნდა გამკაცრდესო!”

ბატონო მუშკეტერო, ძალინ ხომ არ აგივარდათ უკვე თავში გადაჭარბებული ქება? თქვენი ყერყელაობა ჩვენ პირადად ძალიან ამოგვივიდა ყელში!

გამობრძანდით და იმ ხალხსაც უთხარით რამე, ვინც უკვე თვეებია სახლში ზის და იმის შესაძლებლობა არა აქვს ახალ წელს საკუთარ შვილებს საჭმელი აჭამოს, საჩუქარი უყიდოს და უბრალოდ ლამაზად აღნიშნოს დღესასწაული! დღესასწაული, რომელიც მოკალით ამ ქვეყანაში! გაეცით პასუხი ბიზნესს, რომელიც რეანიმაციაშია უკვე და უდიდესი საფრთხის წინაშე დგას გაკოტრების! გაეცით პასუხი იმათ, ვინც სამსახურს კარგავს თქვენი არასწორი პოლიტიკის გამო!

ბანგლადეშმაც კი დაიწყო უკვე საყოველთაო ვაქცინაცია და თქვენ სახლებში გვკეტავთ ისევ! მონებივით გვექცევით და გვაიძულებთ ხმა არ ამოვიღოთ! ხალხში თესავთ საშინელ შიშს და ხელს უწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ დახრჩობას!

ყელში ხართ უკვე მთელი სისტემა და თქვენც პირადად პატივცემულო მუშკეტერებო! ისე ნუ იზამთ ხალხმა თავად გაგცეთ ძალიან მძიმე პასუხი! მიეცით თქვენი ხელფასი ღარიბებს და დაიტოვეთ მხოლოდ 200 ლარი და ნახეთ აბა როგორ იჭიკჭიკებთ!

და ბოლოს! იმას ვერ ვხვდები როდემდე უნდა ვიყოთ ხამსა თევზებივით? როდემდე უნდა ვუთმინოთ ამათ ეს თავგასულობა? როდემდე უნდა შევეგუოთ ეკონომიკის მოსპობას? უმუშევრობას და შიმშილს? ბანგლადეშმა დაწყო საყოველთაო ვაქცინაცია და ჩვენ კიდე ვიჯდეთ სახლებში და ველოდოთ როდის ამოგვხდიან ბოლომდე სულს!

სამარცხვინოა მართლა უკვე ეს მონური მორჩილება!

სოციალური ქსელი:   ნიკო მიქაია