2021 წლის საოცარი დასაწყისი! – Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო

14 იანვარს Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ყველაზე პოპულარული სმარტფონების ხაზი. Galaxy S სერიას წელს 3 წარმომადგენელი ჰყავს: Galaxy S21, S21+ და S21 Ultra. Samsung-ის ინჟინრებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად შექმნეს და წარმოგვიდგინეს სმარტფონები, რომლებიც ყოველდღიურ მომენტებს ეპიკურად აქცევენ. პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდა და როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში სამსუნგის ახალი გაჯეტების გაყიდვები დააანონსა.

S21 სერია, აგრძელებს Samsung-ის მემკვიდრეობას უზადო ფოტო და ვიდეო გადაღებით, ელეგანტური დიზაინითა და ყოველთვის მოწინავე ეკრანით.

Galaxy S21 Ultra – სერიაში ყველაზე დიდი სმარტფონია და წარმოდგენილია უზარმაზარი 6.8 ინჩიანი დინამიური AMOLED 2X ეკრანით. სმარტფონს აქვს ჭკვიანი ეკრანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ 120Hz-სა ან/და QHD+ რეზოლუციას შორის, ამაზე სმარტფონი თვითონ იზრუნებს და 10-იდან 120Hz-მდე ავტომატურად დაარეგულირებს იმის მიხედვით, თუ რა პარამეტრები სჭირდება გადმოცემულ კონტენტს.

2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო

Galaxy S21 Ultra-ს ეკრანის ტექნოლოგიას 25%-ით უფრო მეტ სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია, ამავდროულად გაზრდილია კონტრასტის დონე 50%-ით რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში ფანტასტიური შედეგია. ამიერიდან მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი სმარტფონის ეკრანის ნათების გადაფარვას.

S21 Ultra-ში წარმოდგენილია Samsung-ის ყველაზე პროფესიონალური და შეიძლება ითქვას ყველაზე ეპიკური კამერის სისტემა. სეთაფი შედგება 4 კამერისგან (განიერი, ულტრა განიერი და ორმაგი ტელეფოტო). სმარტფონში წარმოდგენილია 108MP_იანი Pro სენსორი, რომელიც გვაძლევს 12 ბიტიან HDR ფოტოებს 64-ჯერ უფრო მდიდარი ფერებითა და 3-ჯერ უფრო უკეთესი დინამიკური დიაპაზონით. S21 Ultra არის პირველი სმარტფონი, რომელსაც შეეძლება გადაიღოს 4K ვიდეო 60 FPS-ით ნებისმიერი ლინზიდან (იქნება ეს ტელეფოტო თუ ულტრაგანიერი). გარდა ამისა, დამატებულია 12 ბიტიანი RAW ფაილის ფუნქციაც, რაც უკვე პრო ფოტოს მოყვარულებს გაახარებს, და ფოტო ფაილების უფრო მაღალი დეტალიზაციით დამუშავების საშუალებას მისცემს.

ეპიკურია სამსუნგის გადაწყვეტილება ზუმის ფუნქციის განხორციელებისას. ორმაგი ტელე-ლინზის სისტემა, სხვადასხვა საფოკუსე მანძილით, საგრძნობლად ზრდის ფოტო ან ვიდეო გადაღების ხარისხს ობიექტის 100-ჯერ მოახლოების დროსაც. Galaxy S21 Ultra-ს Bright Night სენსორი Samsung-ის უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომია ღამის ფოტოგრაფიაში. ახალი ღამის რეჟიმი საშუალებას მოგცემთ პრაქტიკულად ბნელ ოთახსა თუ ქუჩაში ღამის ლამაზი ლანდშაფტები გადაიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, დეტალიზაციითა და მინიმალური ფოტო ხმაურით.

Galaxy S21 და S21+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი დინამიური AMOLED 2X და 120Hz-იანი ეკრანებით, რომელსაც HDR10+ მხარდაჭერა გააჩნიათ. სმარტფონში გამოყენებულ პანელს მაღალი დინამიური დიაპაზონი გააჩნია, არის საოცრად ნათელი და განსაკუთრებულად მკვეთრ ფერებს გადმოსცემს. ორივე მოდელში გვხვდება 3 მთავარი კამერა: 64MP-იანი ტელეფოტო, 12 MP-იანი ფართოკუთხოვანი და ასევე 12 MP-იანი ულტრაგანიერი კამერა. გაუმჯობესებულია პორტრეტული რეჟიმი, AI-ის დახმარებით უკეთ კეთდება 3D ანალიზი და გადასაღები ობიექტის უკანა ფონისგან გამოყოფა, ზუსტად ისე როგორც ამას DSLR- ფოტო კამერის ვინტაჟური ლინზები ახერხებენ. კამერაში დახვეწილია კოსმიური ზუმის (Space Zoom) ფუნქციაც, გადასაღები ობიექტის დაახლოება შესაძლებელი იქნება 30-ჯერ და გვექნება ბევრად უფრო მკვეთრი და დეტალური გამოსახულება.

S21 და S21+ მოდელები აღჭურვილია 8K ვიდეო გადაღების სისტემითა და განახლებული ვიდეო სტაბილიზაციით. Full HD რეზოლუციით გადაღებისას კი შეგიძლიათ გამოიყენოთ Super Steady რეჟიმი, რომელიც გვთავაზობს იდეალურ სტაბილიზაციას და უმკლავდება ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას. აღსანიშნავია კადრი ერთი შეხებით (Single Take )ფუნქციაც, რაც ოთხივე ლინზით გადაღებისას რამდენიმე ვარიანტს გაძლევთ იქნება ეს ვიდეო, გიფი, ფოტო, თუ რაიმე სახის ეფექტი, შემდგომ კი შეგიძლიათ ამოირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.

Galaxy S21-ში 4000 mAh ხოლო S21+ მოდელში 4800 mAh-იანი აკუმულატორი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ახალი პროცესორი ბევრად უფრო ენერგო ეფექტურია, რაც სმარტფონის მოხმარების დროს ზრდის. საქართველოს რეგიონისთვის აღნიშნული სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება 128GB შიდა და 8GB ოპერატიული მეხსიერებით.

სამსუნგის სამივე მოდელი აღჭურვილია უახლესი Exynos 2100 პროცესორით, რომელიც არნახულ სისწრეფეს და ენერგო ეფეტურობას გვთავაზობს, აუმჯობესებს ფოტოების ხარისხს პროცესინგის დროს. S21 Ultra საქართველოში წარმოდგენილია 12 GB ოპერატიული მეხსიერებითა, 256GB შიდა მეხსიერებით. აქვე აღსანიშნავია რომ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში S21 ულტრას აქვს S pen-ის გამოყენების ფუნქციაც, რომელიც ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაზიარების უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს. (სმარტფონის ქეისები ადაპტირებულია S pen-ის მოსათავსებლად).

Samsung-მა შეძლო რომ 2021 წლის დასაწყისი ყოფილიყო ეპიკური და ამისთვის 3 უძლიერესი მოდელი წარმოადგინა. ახალი S სერიის პრე-ორდერები საქართველოში 15 იანვრიდან 4 თებევრვლამდე იქნება შესაძლებელი სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების ვებ-გვერდებისა და ქოლ-ცენტრების საშუალებით.

Galaxy S21 და S21+ მოდელების ონალინ წინასწარი შეკვეთისას მომხარებელი საჩუქრად მიიღებს Galaxy Buds Live-ს, ხოლო S21 Ultra-ს შეკვეთისას საჩუქრად გადმოგეცემათ Galaxy Buds Pro! რომელიც სამსუნგის სრულიად უსადენო სერიის ყურსასმენია და კომპაქტურ ფორმფაქტორში ორ დინამიკს მოიცავს: 11 მილიმეტრიან ვუფერს და 6.5 მილიმეტრიან ტვიტერს. აღნიშნული სეთაფით ყურსასმენებს აუდიო სპექტრის სრული წარმოება შეუძლია და განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მუსიკის მოყვარულთათვის არის განკუთვნილი.

ოფიციალური ჰოლოგრამით ამ სმარტფონების პრე-ორდერის პერიოდში, სამივე მოდელისთვის მოქმედებს Trade In აქციაც.

ასევე, ყველა მოდელს საჩუქრად მოყვება უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია და სმარტფონი დამატებით 1 წლიანი (ჯამში 2 წელი) საგარანტიო მომსახურება.

გვინდა შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.

არ დაგავწყდეთ – ჰოლოგრმა გიცავთ და გასაჩუქრებთ!

წყარო: ptn.ge