გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების პროცესი გრძელდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც, სამწუხაროდ, დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად.
“განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
“რუსთავი2”