აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემასა და უსაფრთხო ინაუგურაციას უზრუნველყოფს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც პენსი ამბობს, ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს.
“ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ინაუგურაციას. უზრუნველვყოფთ, რომ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფიცს დადებენ, როგორც აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების შესაბამისად” – განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
წყარო: bm.ge