კრიპტოვალუტის მკვეთრი ზრდის ფონზე, ბიტკოინების მფლობელები, სულ უფრო მდიდრდებიან. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ბიტკოინის მფლობელებს იმის გამო, რომ ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდათ,ამ სიმდიდრით სარგებლობა, არ შეუძლიათ.
მაგალითად, აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში მცხოვრებ პროგრამისტს, სტეფან ტომასს, დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც ამ კვირის მონაცემებით დაახლოებით 220 მილიონი დოლარი აქვს.
ტომასმა ელექტრონული საფულის პაროლი დაცულ მყარ დისკზე შეინახა და ფურცელზე ჩაიწერა, შემდეგ კი ეს ფურცელი დაკარგა. დაცული მყარი დისკი ავტორიზაციის მხოლოდ 10 მცდელობას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მასზე არსებული ინფორმაცია საერთოდ იშლება. ამ დროისთვის ტომასმა დისკზე შესვლა რვაჯერ სცადა და ყველა შემთხვევა წარუმატებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად, იმისა, რომ კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა დააზიანა, დროის მცირე მონაკვეთში, ბიტკოინის ბევრი მფლობელი გამდიდრდა.
თუმცა უამრავია ისეთი, რომელთაც ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდათ და თავიანთ ციფრულ მილიონებთან წვდომა არ აქვთ.
არსებული 18.5 მილიონი ბიტკოინიდან დაახლოებით 20 % -ი დაკარგულია ელექტრონულ საფულეებში, რომელთა პაროლიც ვერ აღადგინეს.
ბიტკოინის ერთ-ერთი ასეთი მფლობელია 34 წლის გებრიელ აბედი. მას, ელექტრონულ საფულეში დაახლოებით 25 მილიონი დოლარი აქვს, მაგრამ ციფრული სიმდიდრით სარგებლობა არ შეუძლია. 2011 წელს კოლეგამ, გებრიელის კომპიუტერი გადააფორმატა, სადაც ბიტკოინ საფულის პირადი გასაღები ინახებოდა.
დაბლოკილი ელექტორნული საფულეებისა და ციფრული მილიონების მფლობელები იმედოვნებენ, რომ კრიპტოგრაფები რთული პაროლების აღდგენის ახალ ხერხებს მოიფიქრებენ.