საქართველოსა და აშშ-ს 5G უსაფრთხოების მემორანდუმი კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტ ინვესტიციებს – სახელმწიფო დეპარტამენტი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მორგან ორტაგუსიTwitter-ზე წერს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს.
„აშშ-სა და საქართველოს შორის 5G უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ყველაზე მგრძნობიარე მონაცემების არასაიმედო მიმწოდებლებისგან დაცვას. ეს ჩვენს პარტნიორობას აძლიერებს და კარს უხსნის კერძო სექტორში უფრო მეტ ინვესტიციებს”.
შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
წყარო: ptn.ge