თბილისში საცხოვრებელ ვაგონში მამაკაცი მოკლეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

1982 წელს დაბადებული დაჭრილი მამაკაცი – გ.წ., შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

წყაროს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული კი, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: newposts.ge