ახმეტაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დილით ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით , ახალგაზრდა აზარტული თამაშებით იყო დაკავებული, რაც შესაძლოა სუიციდის მიზეზი გამხდარიყო.

როგორც „აიპრესს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

“აიპრესი”