აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

მათი გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში რჩება შაბათ-კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები. მეტრო, ჯერჯერობით, მუშაობას არ განაახლებს.

პირველი თებერვლიდან კლიენტების ადგილზე მომსახურებას განაახლებენ რესტორნები, კაფეები, ჩაის სახლები და კვების სხვა ობიექტები. სავაჭრო დაწესებულები, საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები კი ქვეყანაში 25 იანვრიდან გაიხსნება. ამავე პერიოდიდან განახლდება ქვეყნის შიგნით ქალაქებსა და რაიონებს შორის მიმოსვლა.

წყარო: bm.ge