ექსპო ჯორჯიასთან დაპირისპირებაა – დაკავებულია 10 ადამიანი

ექსპო ჯორჯიასთან, სადაც დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა უნდა გაიმართოს, აარეულობაა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მოხდა დაპირისპირება. დაკავებულია 10 ადამიანი.

აქციის მონაწილეთა თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ არიან ლეგიტიმურად არჩეულები და მათი ყრილობა არ უნდა გაიმართოს.

აქტივისტები ასევე ამბობენ, რომ დღეს “ქართული ოცნება” თავმჯდომარედ “ირაკლი გავრილოვს” ირჩევს.