ნიკა მელიამ ფეისბუქში დაწერა:
“დღეს დიდი ქარაქუცობა იქნება- ქართული ოცნება ყრილობას მართავს და იმას „ირჩევს“, ვინც უკვე არჩეულია ოლიგარქის მიერ. ოლიგარქის, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს იხსენიებს „ქარაქუცა პარტიებად“.
არადა, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ქარაქუცობა, რაც დღეს მოხდება – უკვე არჩეულის „ასარჩევად“ ამხელა აურზაური ექნებათ..
ხალხის, და ხალხის მიერ არჩეული – არჩევნებში რეალურად გამარჯვებული ოპოზიციის საბოლოო გამარჯვება გარდაუვალია.
ახლა მთავარია თანმიმდევრული, უკომპრომისო ბრძოლა და რაც ყველაზე გადამწყვეტია, რწმენა იმისა, რომ გავიმარჯვებთ.
რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა დაიჯერო, რომ გაიმარჯვებ!”