“ქართული ოცნება” დღეს პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დღეს პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს.

ყრილობა რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება.

უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. ასევე ცნობილია ისიც, რომ პოლიტსაბჭოს ახალი სახეები ემატებიან და მათი შემადგენლობა 15 წევრიდან 21-მდე იზრდება.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უკვე მეორედ შეცვლიან.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

 

“რუსთავი2”