“მესამე ტალღას ელოდებიან და რა დროს საკლასო ოთახებში სწავლებაა. აქამდე თუ ვიყავით დისტანციურად ახლაც არ გაიხსნას, ანდა არჩევანის უფლება მაინც გვქონდეს” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი თეონა ჯანელიძე.
„ვირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა გვქონდა ადრე და ორი კვირით ვიყავით იზოლაციაში მთელი კლასი, მაგრამ საბედნიეროდ არავის გამოვლენია. მას შემდეგ ჩვენი განცხადების საფუძველზე სულ დისტანციურზე ვიყავით, მაგრამ ასე მუდმივად ხელმოწერების შეგროვება და სირბილი რთულია პანდემიის პირობებში. ვფიქრობთ, რომ ახლაც არა საკლასო ოთახებში არამედ დისტანციურად უნდა გაგრძელდეს სწავლება “, – ამბობს თეონა ჯანელიძე.
ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის 23 სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. თუმცა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესაძლებლობა იქნება თუ ამისი მოთხოვნა და საჭიროება დადგება.
„სკოლებს ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა. მშობლის მოთხოვნის, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ექნებათ შესაძლებლობა გადავიდნენ ონლაინ სასწავლო პროცესზე” – განაცხადა ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირინე კორძაიამ.
წყარო: itv.ge