ფორმულას ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ქვეყანა, რომელსაც ოლიგარქი თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება.
შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა.
ფორმულასთვის აგრეთვე ცნობილი გახდა პარტიაში კლანური დაპირისპირების შესახებ. ჩვენი ინფომრაციით, პარტიის ახალი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას კახა კალაძით ჩანაცვლებას გეგმავს. შაბათის ფორმულას ცნობით, კალაძე-კობახიძის ტანდემი გიორგი გახარია გაზაფხულამდე ჩამოიშორებენ.