დღეს, “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში აპირებს წასვლას და მან პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთში საგანგებო მისიით გაგზავნა.
რატომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არა სხვა ვინმე? რატომ ენდობა ივანიშვილი ასე ქალბატონ სალომეს?
გასულ წელს, საზოგადოებამ პირველად “ალიასგან” გაიგო: რა ვალი გაუსტუმრა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს, წყარო, რომელსაც ინკოგნიტოდ სურს დარჩენა, მოგვითხრობდა იმ ნამდვილი მიზეზის შესახებ, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი გახდა ჯერ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი და შემდეგ, ივანიშვილმა რატომ გააკეთა ყველაფერი, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო. თუმცა, მანამდე, იგივე წყაროს მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ ინფორმაციასაც შეგახსენებთ:
„ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი სხვა და სხვა ფონდებიდან აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, საჭირო დროს აძლევს ნაღდ ფულსაც, იყო ხელისუფლების არაფორმალური მრჩეველი. რჩევებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, გიგა ბოკერიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. თუმცა, 2005 წლის აგვისტოში, ივანიშვილი ოფიციალურად გახდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი. პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ივანიშვილი დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად, ოღონდ, მას ხელფასი არ დაენიშნა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ხელფასიანი მრჩევლად დანიშვნის შემთხვევაში, ივანიშვილს მოუწევდა ქონებრივი დეკლარაციის შევსება და მისი მრჩეველობაც გაცხადდებოდა. სააკაშვილის ოფიციალური მრჩევლობა თავად ივანიშვილმა მოითხოვა. მან მიშას განუცხადა, რომ ოფიციალური სტატუსი სჭირდებოდა. შესაძლოა, ივანიშვილმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონოდა, განსაკუთრებით, სახელისუფლებო პროექტებზე მისი ფულის ხარჯების დეტალების შესახებ. არ ვიცი, არსებობს თუ არა ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს სააკაშვილი აწერს და ივანიშვილს პრეზიდენტის უშტატო მრჩევლად ნიშნავს. ეჭვი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი სააკაშვილს აქვს და თუ დასჭირდა, გამოაჩენს მას. მოკლედ, ივანიშვილი რეალურად, ოფიციალურად იყო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი“, – უთხრა წყარომ „ალიას“.
ბევრს აინტერესებს, თუ რატომ გადაჰყვა თან სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჯერ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახადა, შემდეგ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტი. წყარო აცხადებს, რომ ჯერ დეპუტატის მანდატი, შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტი, სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურის გამო მიიღო, მათ შორის შედგა ბინძური გარიგება და იმიტომ იკადრეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, რომ ზურაბიშვილი გაეპრეზიდენტებინათ.
„გახსოვთ არც თუ დიდი ხნის წინ აგორებული სკანდალი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა პირველი მეუღლე, რუსი ინგა პავლოვა, რომელთანაც ივანიშვილმა პარიზში იქორწინა. პარიზის მერიის არქივიდან გამოთხოვილ ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინება ნამდვილად შედგა. ამავე ცნობაში წერია, რომ თანაცხოვრების შემდეგ პავლოვამ და ივანიშვილმა განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს. ინგა პავლოვას მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია გაყალბებული და ივანიშვილმა განქორწინება ისე გააფორმა, რომ მისმა კანონიერმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დოკუმენტის ფაბრიკაციის მიზანი კი ერთადერთი იყო – ივანიშვილს არ მიეცა პავლოვასთვის ფრანგული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების წილი. 2015 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის პროკურორის სახელზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. საჩივარი ინგა პავლოვას ადვოკატმა შეიტანა. თუ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ, ეს კარგს არაფერს უქადის ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგა პავლოვას ინტერესებს ფრანგი ადვოკატი იცავს. პავლოვა სასამართლო დავის დასრულებამდე ინტერვიუზე უარს ამბობს. ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მან ინტერნეტით გაავრცელა, ვრცლად ყვება, თუ რას ედავება ბიძინა ივანიშვილს. საფრანგეთის გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პავლოვამ საჩივრით რუს სამართალდაცავებსაც მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ყოფილი მეუღლის სახელზე რუსეთში 1994 წელს კომპანია “ფაქტორეალი” დააფუძნა, რომელსაც 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. პავლოვას სახელით კი დოკუმენტაცია ისე ფორმდებოდა, რომ მან არც კი იცოდა, მის სახელზე რუსეთში კომპანია რომ იყო რეგისტრირებული. თუ ინგა პავლოვა პარიზის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ივანიშვილის ცოლი იყო და განქორწინების თანხმობა არ მიუცია, მაშინ ივანიშვილს ყოფილი ცოლისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს. ლაპარაკია, მილიარდ დოლარზე და მეტზეც.
ასევე, დოკუმენტის გამყალბებლებს სერიოზული სასჯელი ელით ფრანგული კანონმდებლობის თანახმად. მაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ საუბრობენ ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაერია ამ საქმეში, ინგა პავლოვასთან და ფრანგ სამართალდამცავებთან „დაულაგა“ ურთიერთობა. ზუსტად არ ვიცი, ინგა პავლოვას რაღაც ფული გადაუხადა თუ არა ივანიშვილმა, მაგრამ ვიცი, ის ამ საქმის გამო რომ აღარ ნერვიულიობს და პავლოვაც გაჩუმდა. ამბობენ, რომ პავლოვამ გამოიტანა საჩივარი პროკურატურიდან და აღარ უჩივის ივანიშვილს. როგორ შეძლო ის სალომე ზურაბიშვილმა, რაც ივანიშვილმა ვერ მოახერსხა, თუ ეს მართლა ასეა? მე არ მიკვირს. სალომე ზურაბიშვილი ბევრს მართლა დიპლომატი ჰგონია. რეალურად, ის არის საფრანგეთის დაზვერვის აგენტი, რომელიც დიპლომატის საფარქვეშ მუშაობდა საფრანგეთის სხვა და სხვა საელჩოებში. ბოლოს საბჭოთა კავშირთან ბრძოლა რომ ევალებოდა, იმ დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და საგანგებო დავალებებს ასრულებდა. ცხადია, სერიოზული გავლენა ჰქონდა საფრანგეთის ხელისუფლების ყველა დონეზე, ჰყავდა გავლენიანი მეგობრები და ნაცნობები. ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 2014 წელს, 62 წლის ასაკში გავიდა პენსიაში და ის საფრანგეთის დაზვერვამ დიდი ზარ–ზეიმით გააცილა. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც უცხო ქვეყნის ჯერ აგენტი, შემდეგ, სპეც–აგენტი იყო. საქართველოს დაზვერვის მოქმედი სპეც–აგენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მერე გვიკვირს და გაოცებულები ვკითხულობთ, რა გვჭირს, სახელმწიფო რატომ ვერ ავაშენთო?“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.
ლევან ჯავახიშვილი, 2019 წ. ალია №47
შესაბამისად, თუ “ფორმულას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორია და ზურაბიშვილი მართლაც საგანგებო მისიით სტუმრობდა საფრანგეთს, კითხვა – რატომ მაინც და მაინც ზურაბიშვილი – აღარავის უნდა გაუჩნდეს.
დაიდო თუ არა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი ახალი “ვალი” და ამჯერად როგორ გადაუხდის – მალე გამოჩნდება.
უცვლელი რჩება კითხვა, პრეზიდენტი ამბობს, არაოფიციალური ვიზიტით ვიყავი ევროპაშიო, ანუ, დასასვენებლადო და ჩაკეტილია ქვეყანა პანდემიის გამო, თუ არ არის ჩაკეტილი? კანონი პრეზიდენტს არ ეხება?
შეგახსენებთ, ფორმულას ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. მათივე ინფორმაციით, ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, ოფიციალური ინფორმაციით, პარიზში მან შვებულება გაატარა.