როცა სიდუხჭირე პიკს აღწევს და შენ ცოლს მილიონიან სახლს “ჩუქნიან”, ეგებ შეარჩიო სიტყვები… – ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“პაატა იმნაძემ რაც იგულისხმა ჩვეულებრივში და არაჩვეულებრივში ჩემთვისაც და ყველასთვისაც ნათელია – რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ექიმები და ა.შ. – არაჩვეულებრივები და დანარჩენები ჩვეულებრივები.

უბრალოდ, როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში მთავრობის წევრებისთვის და მათთან დაახლოვებული თუ ასოცირებული პირებისთვის ფეხბურთის სტადიონიდან დაწყებული რესტორნებით დამთავრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, როცა ერთისთვის ძვირადღირებული წამლის ჩამოტანა პრობლემა არ არის და მეორე ჟნაგბადის ბალიშის არქონის გამო იღუპება, როცა მატერიალური სიდუხჭირე პიკს აღწევს და შენ ცოლს მილიონიან სახლს “ჩუქნიან”, და კიდევ ბევრი როცა, და როცა შენც სამწუხაროდ, შენს კოლეგა ინფექციონისტებთან (რიგით ექიმებს არ ვგულისხმობ) ერთად ხალხისთვის მთავრობასთან ხარ ასოცირებული, ეგებ უკეთესად შეარჩიო სიტყვები და არ გააღიზიანო უწამლოდ, უფულოდ და უსაწოლოდ დარჩენილი ადამიანები ასეთი კლასიფიკაციით, რადგან ისინი, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად საფუძვლიანად, არაჩვეულებრივში სხვებთან ერთად მთავრობას და მათთან დაახლოებულ პირებს იგულისხმებენ.

ასეთი განმარტება მისაღებია ჯალიან ობიექტურო და შამართლიანო ექშპერტებო?”