არ არის აუცილებელი ნავალნის სიყვარული იმისთვის, რომ რუსეთის რეჟიმის რყევა გიხაროდეს – ელენე ხოშტარია
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნის სამშობლოში დაბრუნებასა და შემდეგ მის დაკავებას ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია ეხმაურება.
“არ არის აუცილებელი ნავალნის სიყვარული იმისთვის, რომ რუსეთის რეჟიმის რყევა გიხაროდეს. ან პირიქით. რუსეთის რეჟიმის რყევის გულშემატკივრობა არ ნიშნავს ნავალნის სიყვარულს.
მეც მიდრეკილი ვარ პრინცების და გმირების, კეთილი ბიძიების და გაბრწყინებების და ჰეფი ენდებისკენ, მაგრამ ამის მიღმა ობიექტურ რეალობას ვცდილობ ხოლმე შევხედო, რომ მაგალითად პუტინი სუსტდება ამ ყველაფრით და ეს კაია” – წერს ხოშტარია სოცქსელში.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
წყარო: ptn.ge