„არ გავიკეთებ ვაქცინას! ამ თემას ეჭვის თვალით ვუყურებ”- მომღერალი სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია ამბობს, რომ ის ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს:

„მე ვერ გეტყვით რამდენად კარგია ეს ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დავუშვათ, კოვიდისგან დაიცავს, მაგრამ არის საუბრები, რომ სხვა რამესაც აზიანებს. არ ვიცი რა იქნება, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ თემას. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ გავიკეთებ. არ ვიცი რომელი ქვეყნის იქნება ეს ვაქცინა, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს-არ გავიკეთებ“, – აღნიშნა “ტვ პირველის” ეთერში სოფო ბედიამ.