კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო ავსტრიაში სრული ლოქდაუნი თებერვლის ბოლომდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში არასაჭირო მაღაზიები, მუზეუმები და სალონები თებერვალს ბოლოსთვის გაიხსნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ავსტრიაში კორონავირუსის 390 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს შვიდი ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: report.ge