ესეც თქვენი კომენდანტის საათი – თბილისში მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით ავარია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაშავდა.

როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

წყარო: ptn.ge