ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეგიონის სხვადასხვა მხარეში ძარცვის აღსაკვეთად ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიციისა და არმიის დანაყოფები განათავსა.
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მიწისძვრის პარალელურად ინდონეზია წყალდიდობასაც ებრძვის.
ინდონეზიის დასავლეთ, სულავესის პროვინციაში მომხდარი სტიქიის შედეგად 740-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 27 000-ზე მეტმა კი საცხოვრებელი დატოვა.
წყარო: itv.ge