აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შტაბი ალექსეი ნავალნის დაკავებას გამოეხმაურა. ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მომავალი მრჩეველი ამბობს, რომ ნავალნი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.
“ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მისი მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში უნდა მისცენ. კრემლის თავდასხმები ნავალნიზე არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფაცაა, რომელსაც სურს, რომ მისი ხმა გაიგონ” – წერს ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
Mr. Navalny should be immediately released, and the perpetrators of the outrageous attack on his life must be held accountable. The Kremlin’s attacks on Mr. Navalny are not just a violation of human rights, but an affront to the Russian people who want their voices heard.
— Jake Sullivan (@jakejsullivan) January 17, 2021
წყარო: newposts.ge