„მე არ მწყენია და ველოდები მათ დაბრუნებას“ – ვის მიმართავს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკადან წასვლას, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„რადგან წავიდა… როდესაც მე წამოვედი მისგან (წამოვედი და არა გამომიშვა, როგორც ამას ფიქრობს უმრავლესობა), „მორალური უპირატესობის” იმიტირების მიზნით, ყველა ადამიანი, რომელიც ჩემს ორბიტაზე მოიაზრებოდა მაქსიმალურად დაიახლოვა. ისეთებიც კი, ვისაც მანამდე ჩემთან „ამკობდა”. არ ვიცი, რას უყვებოდა, ან რით აინტერესებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა გადაიბირა და ფაქტიურად ჩამომაშორა.

მინდა მათ ვუთხრა, რომ მე არ მწყენია და ველოდები მათ დაბრუნებას“, – წერს გია ხუხაშვილი.