ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ აშშ-ს კაპიტოლიუმზე “თავდასხმის” უკან ბიძინა ივანიშვილი დგას

​ბიტკოინებით კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფინანსირებაზე ვლაპარაკობთ, რუსეთის გავლენის აგენტების მხრიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის“, – ამ ვერსიის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა. აღნიშნული ვერსია გვარამიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად განიხილა.

გვარამიამ NBC-ის სტატიაც წაიკითხა, სადაც წერია: FBI-მ გამოძიება დაიწყო, თუ ვინ და რა სქემით აფინანსებდა 6 იანვარს კაპიტოლიუმზეთავასხმაში მონაწილე პირებს, რომლებმაც თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ნახევარი მილიონის ღირებულების ბიტკოინების გადარიცხვა მიიღეს საფრანგეთიდან“.

გვარამიას აზრით, საფრანგეთიდან ბიტკოინების გადარიცხვის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიტკოინერი მსოფლიოში ბიძინა ივანიშვილია და რაც მთავარია გადარიცხვა საფრანგეთიდან – უცნაური სამკუთხედი ხომ არ იკვრება? 

მე მგონია რომ მის ფეხქვეშ მიწა იწვის და უბრალოდ უნდა, რომ სადმე გაიქცეს და დაიმალოს. ანუ ტრამპის მხარდაჭერაზე კი აღარ ვსაუბრობთ, [არამედ] ბიტკოინებით კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფინანსირებაზე ვლაპარაკობთ, რუსეთის გავლენის აგენტების მხრიდან, რაც ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის და თან საფრანგეთიდან“, – თქვა ეთერში ნიკა გვარამიამ.