Samsung-ის ხელმძღვანელს 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის სამხრეთ კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.

52 წლის ლი 2017 წელს დააკავეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა. ამის შემდეგ საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა.

წყარო: newposts.ge