საშინელებაა, რომ ქვეყნის ე.წ პოლიტ-ექსპერტებს თავის ინტელექტი დახლზე აქვთ შემოდებული – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ექსპერტ გია ხუხაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.

გაუთავდა აშკარად გია ხუხაშვილს 2012-ში ბიძინასგან მიცემული მილიონი. ეძებს კაცი ახალ მეწველს. ნამდვილად საშინელებაა, რომ ქვეყნის ე.წ პოლიტ-ექსპერტებს თავის ინტელექტი დახლზე აქვთ შემოდებული. როგორც კი პირს გააღებენ, მაშინვე ხვდები ვინ აფინანსებს, ან ვის გატყავებას აპირებენ“, – წერს ნათელაშვილი სოცქსელში.