– ,,თანდაყოლილი”, ანუ ჩემი მცირე და საჯარო აღსარება –
თუ მენდობით, მაბრძოლეთ და მაცალეთ ბრძოლა, თორე მე ჩემ წილ ცოტაზე ცოტას ისედაც ვუკეთებ ამ ქართველებისგანვე გამოხრულ და გადაგვარებულ საქართველოს.
თანაც ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მისგან მოწყვეტა სიცოცხლის განახევრებად მიღირს. ასე ხდება ხოლმე ყოველთვის როცა თანდაყოლილ მწერალს წერის საშუალებას არ აძლევს გარემოება. ასეთი ,,თანდაყოლილები” უკეთ გამიგებენ თუ რას ნიშნავს ეს. ეს იგივეა მეგობრებო რომ საკვები არ მიიღოს ორგანიზმმა და წყლის დალევაც აიკრძალოს, ან მშობიარემ ვერ შობოს. თესლი მიწაშივე ჩახმეს და აღარ გავაგრძელებ შედარებებს. თანაც როცა ვერ წერ და სათქმელი თავში გიგროვდება, ის ვერ რეალიზდება და შენდა უნებურად გაწამებს, სულიერ ბრძოლებს გიწყობს შენშივე და სხვა რუტინულ საკეთებლში ბოლომდე გადაშვებული ცდილობ მისგან თავის დაღწევას. არადა ფიქრს ვერ უბრძანებ, ის ჩვენდა უნებურად მოფრინავს საიდანღაც და მას უხილავი მართავს….. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ,,თანდაყოლილი” იწყებს უკვე რუტინულ საქმეში ხელის შემშლელი ფიქრების თავიდან მოცილებას და ცდილობს რომ ისინი გაანადგუროს. საამისოდ კი ათას დამაწყნარებელს იყენებს და თუ ესეც არ ყოფნის, მაშინ ალკოჰოლზე ან უარესი, მძიმე ნარკოტიკებზე ჯდება. პირადად მე ეს უბედურება გავლილი მაქვს, რადგან რაც ჩემი შეგნებული ცხოვრება დაიწყო, საქართველოც დაიქცა. ცხოვრებამ სამწერლო ასპარეზის მაგივრად ბევრი ხიფათიანი და გაუთვალისწინებელი გზებით მატარა და ამის გამო ყოველთვის მაწამებდა ჩემშივე თანდაყოლილი ,,მწერალი”. ამან მიმიყვანა განარკომანებამდე, რომელმაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მოიცვა. თანაც ისეთ ქვეყანაში მომიწია მუშაობამ სადაც თოვლიც კი ნარკოტიკად მოდის. ხოლო როდესაც ყველაფერს ზურგი ვაქციე, გამოვიკეტე და წერა დავიწყე უმტკივნეულოდ მოვიშორე ნარკომანობის ჯოჯოხეთური ხვედრი. სწორედ ეს გამოიყენეს ლიბერალებმა ჩემ წინააღმდეგ და ამ სენმა მიმიყვანა გლდანის ციხეში. მე აღმა მივყვებოდი მაშინაც დინებას და ქართულ საქმეს ვაკეთებდი როგორც დრამატურგი თეატრებში. სადაც შემეღწეოდა. სადაც იყვნენ კიდე ადამიანები, რომლებზე დაყრდნობითაც შევქმენით იმ ანტიქართულ გარემოში: (ნაცების დროს) სპექტაკლები — ,,ქრონიკები”, ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი” და ,,ცერკოვნი ბუნტი”. ეს ჯიუტი ქართველობა კი ოჯახის აწიოკებით, შვილის ,,საეჭვო” გარემოებაში (ჩემთვის დეტალებში ცნობილი) მკვლელობით და ჩემი გლდანის ციხეზე გამწესებით დამიმთავრდა. საქმე ის გახლდათ, რომ შვილის დაკარგვის ტკივილებმა დიდი ხნის მოშორებულ ნარკოტიკთან დამაბრუნა და ეს სასწრაფოდ გამოიყენეს ცოფიან ძაღლად ქცეულმა ნაცებმა. ციხიდან კარგმა ადამიანებმა დამაღწევინეს თავი. უფრო სწორად უფალმა რადგან ჩემი მაშინ ციხიდან გამოსვლა სასწაული იყო. (მადლობა ამისთვის დოხიარის ღვთისმშობელს, რომელმაც შემიბრალა) ასე აგორდა ,,თანდაყოლილზე” ათასი სიბინძურე და სპეცგავრცელებული ჭორი. რა აღარ დააბრალეს მას და მის ოჯახს. მის მკვდარ შვილს. დედას, მამას, ძმას და ამიტომაც გაიშვიათდნენ მის ოჯახში სტუმრებად ბავშვობის თავგადაკლული (ორიოდ ცოცხლად გადარჩენილი) მეგობრები: — ,,ე მანდ თანდაყოლილის ხვედრი ჩვენც არ გავიზიაროთ ამ ნაც რეჟიმშიო.”. ,,თანდაყოლილს” უერთგულესი ძმები და დებიც აღმოაჩნდნენ, რომლებიც იმ რეპრესიებში არაფერს დაერიდნენ და ჯერ გლდანის ციხიდან გამოათრიეს კბილით ,,თანდაყოლილი”, მერე გვერდიდან არ მოცილებიან და არაფერი დაუშურებიათ მისთვის გულით დაწყებული სულამდე.
რეჟიმისთვის შავ ლაქად და ჯიუტ ქართველად მონათლული ,,თანდაყოლი” ახლა ,,სვაბოდაზე” მოხვდა ციხეში რადგან რეჟიმი ფიქრობდა, რომ ,,თანდაყოლილი” იმ დროს რუსთაველზე მოზივზივე ,,ცრუ-გრეჩიხულ” მიტინგებს შეუერთდებოდა. (პოლიტიკაში წავიდოდა) არადა ,,თანდაყოლილის” ღვიძლი ძმა მატროსოვის იზოლიატორში (ადინოჩკაში) ყავდათ გამომწყვდეული მძევლად და სად წაუვიდოდათ ჯიუტი ქართველი რომელიც სარეველასავით ავრცელებდა ქართველობას მიშას საქართველოში. თანაც ისევ მისჯილი ქონდა ყოველ კვირა გამოცხადება ,,პირობით” პატიმრობაში მყოფს. ასე მოხვდა ,,თანდაყოლილი” საზოგადოებრივ მაუწყებელზე (ეს ცალკე ისტორიაა) და წელიწადნახევარი სოფელ ჩეკურაანთგორში გამოკეტილი მხოლოდ ხელფასს იღებდა პენსიასავით. გაძაგრული იყო, რა ექნა? ძმა იზოლიატორში, შვილი გარდაცვლილი, მამა ლოგინად, დედა გატანჯული (მაგრამ კლდესავით) ცოლი ჯარისკაცად ქცეული და სამი ოჯახი მისახედი. ასეთი იყო რეალობა და 2012 წელიც მოახლოვდა. მაშინ ნაცებს უკვე ბობოლა ანტიქართველების სახელი ქონდათ, არჩევნები მოსდიოდათ და სწორედ ამით ისარგებლა მარად ქართულ საქმეზე ჩასაფრებულმა ,,თანდაყოლილმა”: – ტელევიზიის (ჯიგარ) დირექტორს ეთათბირა და მომენტით მოსარგებლეებმა დაძრეს პროექტი რომელსაც სახელად — ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია” ქვია და დღესაც იბრძვის ,,თანდაყოლილობით”.
ეს ჩემი ცხოვრებაა და მისი ათასნაირი სიბინძურით შეფუთული ინტერპრეტაციები უხვად შეგხვდებათ აწი ამ და სხვა საინფორმაციო სივრცეებში, რადგან ,,თანდაყოლილი” ახლა უფრო საშიშია რეჟიმისთვის. არადა ვერც იყიდი ამ ოხერს, ვერც გადაარწმუნებ რისიც წამს იმისგან და ვერც შეაშინებ. ერთი გზა იუდაა და ეგეც მალე გამოუჩნდება ,,თანდაყოლილს”. იუდები კი ჯოგებად დადიან უკვე ფეხაწყობილი მარშით, თუ უწესრიგო ბანცალით…
გურამ ქართველიშვილი
(გაავრცელეთ თუ საჭიროდ ჩათვლით)
გურამ ქართველიშვილი