ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნებიერიძე წერს, რომ ივანიშვილის მმართველობის 8 წელში ბიუჯეტიდან 100 მილიარდია გახარჯული და დასძენს, რომ ეს კოლოსალური თანხა არა ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ მისი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის დაიხარჯა:
“კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და შეგახსენოთ, რომ ივანიშვილის მმართველობის 8 წლიან ეპოქაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 100 მილიარდზე მეტი. არა, არ მოგესმათ. დიახ, 100 მილიარდზე მეტი. ახლა მიპასუხეთ: რა ეტყობა ამ ქვეყანას, რომ მისი “კეთილდღეობისთვის” ივანიშვილის ეპოქაში დაიხარჯა 100 მილიარდზე მნიშვნელოვნად მეტი? იცით რატომ არ ეტყობა? იმიტომ, რომ საქართველოს კეთილდღეობისთვის კი არ დაიხარჯა, არამედ დაიხარჯა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მისი ბიუჯეტის ვირთხების კეთილდღეობისთვის. ბოლოს კი შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის უკვდავ სიტყვებს: “ან აშენებ სახელმწიფოს, ან აშენებ საკუთარ სასახლეებს”. ორივე ერთად შეუძლებელი და გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ის ტრაგიკული მოცემულობა, რომელშიც აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო”-წერს ნებიერიძე.