რომის პაპი კათოლიკე ეპისკოპოსებს მადლობის წერილს უგზავნის.
“ძვირფასო ძმებო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ 1-ლი დეკემბრით დათარიღებული თქვენი თავაზიანი წერილისთვის და ძვირფასი ქართული ღვინისთვის. ძალიან დავაფასე ძმობისა და სიყვარულის ეს გამოხატულება და თქვენი გულთბილი მოლოცვები.
გილოცავთ უფლის წმინდა შობას და წრფელი გულით გითვლით ჩემს ლოცვა-კურთხევას თქვენ, კავკასიის ხალხებსა და სომხეთს, როგორც საწინდარს მშვიდობისა და სულიერი სიხარულისა. დაე, უმანკო ქალწულმა გადაგაფაროთ თავისი დედობრივი მოსასხამი. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ილოცოთ ჩემთვის! ძმურად, ფრანცისკე” – ვკითხულობთ წერილში.
წყარო: ptn.ge