მელანია ტრამპი – აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო

აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო – ამის შესახებ აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ჩემო ამერიკელებო, აშშ-ის პირველი ლედობა ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო. შთაგონებული ვარ შესანიშნავი ამერიკელებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას თავიანთი სიკეთითა და სიმამაცით ადიდებენ” – განაცხადა მელანია ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დანიშნული.

https://twitter.com/FLOTUS/status/1351258353704579074?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1351258353704579074%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fptn.ge%2Fmelania-trampi-ashsh-is-pirveli-ledoba-chemi-tskhovrebis-udidesi-pativi-iqho%2F

წყარო: bm.ge