საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა არ ჩატარდება

საქართველოში წელს, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, ბავშვების საყოველთაო ნათლობა არ გაიმართება.

19 იანვარს, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს, სამების ტაძარში ტრადიციულად საზეიმო ღვთისმსახურება იმართება, რომლის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს, რომელთა მშობლებიც ჯვარდაწერილები არიან.

გამოცხადების ხატი
© PHOTO: SPUTNIK

თუმცა, როგორც ქართული მედია იუწყება, პანდემიიდან გამომდინარე დადგენილი შეზღუდვების გამო, ამჯერად ბავშვების საყოველთაო ნათლობა არ გაიმართება.

გასულ წელს პატრიარქმა 500–ზე მეტი ბავშვი მონათლა – ამ დროისთვის ილია მეორეს  41 ათასამდე ნათლული ჰყავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

“სპუტნიკი”