მსოფლიო ხალხების ჩვეული შოკირება გრძელდება – “WHO: მოსალოდნელია, რომ სულ მალე, მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილთა ყოველკვირეულმა მაჩვენებელმა 100 ათასს მიაღწიოს!” …
WHO-ს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ სულ მალე მსოფლიოში კოვიდით გარდაცვლილ ადამიანთა ყოველკვირეულმა მაჩვენებელმა 100 ათასს მიაღწიოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მაიკ რაიანის განცხადებით, კოვიდით სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 47% ამერიკის რეგიონზე მოდის. რაც შეეხება ევროპას, რაიანის თქმით, გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.
“ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება დინამიურია, ამას უფრო ართულებს კოვიდის ახალი ვარიანტებიც” – აცხადებს რაიანი.
წყარო: ptn.ge